საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
loader

Breaking news

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

  • საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

თბილისი: საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 

ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ინფიცირებულია 50 წლამდე მამაკაცი.

მისივე თქმით, შემოწმებაზე გადაყვანილი არიან მებაჟეებიც.

პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მინისტრის თქმით, მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. 

ამასთან, ტიკარაძის განცხადებით, მამაკაცი საბაჟოდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და მას საქართველოს მოქალაქეებთან შეხება არ ქონია.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე