გაერო მხარეებს იდლიბში ესკალაციის დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს
loader

Breaking news

გაერო მხარეებს იდლიბში ესკალაციის დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

  • გაერო მხარეებს იდლიბში ესკალაციის დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

კიევი: იდლიბში ვითარების ესკალაციის გამო, გაერო მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

"გენერალური მდივანი უკიდურესი შეშფოთებით ადევნებს თვალს ჩრდილო-დასავლეთ სირიაში სიტუაციის ესკალაციას და ინფორმაციას ავიაიერიშის შედეგად დაღუპული ათობით თურქი ჯარისკაცის შესახებ. გენერალური მდივანი კვლავ აგრძელებს მოწოდებას ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ და განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს იმ რისკის გამო, რაც სამხედრო მოქმედებების ესკალაციის შედეგად მშვიდობიან მოსახლეობას ემუქრება,“ – ნათქვამია გაერო-ს პრესსპიკერის განცხადებაში.

იდლიბში თურქი სამხედროების კოლონაზე სირიის ავიაციის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 33-ს მიაღწია. დაშავებულია 36 სამხედრო. თავდასხმა თურქულ კოლონაზე მოხდა.

მომხდარის საპასუხოდ, თურქეთმა სირიის სამთავრობო პოზიციებზე იერიშის მიტანა დაიწყო.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე