"ჩვენი რეგიონის კონფლიქტები საერთოდ არ ჰგავს ერთმანეთს შინაარსით, თავისი წარმოშობით, ისტორიით და სიღრმით"
loader

Breaking news

"ჩვენი რეგიონის კონფლიქტები საერთოდ არ ჰგავს ერთმანეთს შინაარსით, თავისი წარმოშობით, ისტორიით და სიღრმით"

  • ჩვენი რეგიონის კონფლიქტები საერთოდ არ ჰგავს ერთმანეთს შინაარსით თავისი წარმოშობით ისტორიით და სიღრმით

თბილისი: მივესალმებით საქართველოს პოზიციას, რომ ყველა კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. ჩვენ გამოვდივართ იმ სინამდვილიდან, რომ ჩვენი რეგიონის კონფლიქტები ერთმანეთისგან ძალზედ განსხვავებულია და საერთოდ არ ჰგავს ერთმანეთს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაფართოებული შეხვედრის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ის გარემოება, რომ სომხეთი ევრაზიულ სივრცეში გაერთიანდა, საქართველო კი, ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, განვითარებისთვის კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობებს უქმნის.

"მივესალმებით საქართველოს პოზიციას, რომ ყველა კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით. ჩვენ გამოვდივართ იმ სინამდვილიდან, რომ ჩვენი რეგიონის კონფლიქტები, ერთმანეთისგან ძალზედ განსხვავებულია და საერთოდ არ ჰგავს ერთმანეთს შინაარსით, თავისი წარმოშობით, ისტორიით და სიღრმით. შესაძლებელი რომ იყოს საერთო ფორმულებით კონფლიქტების მოგვარება, ისინი დიდი ხნის წინ იქნებოდა მოგვარებული. ჩვენ ყველა კონფლიქტს განვიხილავთ თავისი თავისებურებებით. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩვენს კოლეგებთან შეგვიძლია გვქონდეს და გვაქვს კონსტრუქციული მიდგომა ამ საკითხების მიმართ. ის გარემოება, რომ სომხეთი ევრაზიულ სივრცეში გაერთიანდა, საქართველო კი ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, ჩვენს ქვეყნებს კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობებს უქმნის განვითარებისთვის“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე