უკრაინაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
loader

Breaking news

უკრაინაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

  • უკრაინაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

კიევი: უკრაინაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა.

"ჩვენ გვქონდა ოთხი საეჭვო შემთხვევა, დღეს მათგან ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჩვენ ვმუშაობთ იმ ადამიანებთან, ვინც ინფიცირებულთან კონტაქტში იყო", - აღნიშნა ლიაშკომ.

არსებული ინფორმაციით,  კორონავისუსის შემთხვევა ჩერნოვცის ოლქში დაფიქსირდა. ინფიცირებულია მამაკაცი, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა.

ლიაშკოს თქმით, მასთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლირებული არიან, მათ შორის არის ინფიცირებულის მეუღლეც, რომელიც ქმართან ერთად მოგზაურობდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე