ცნობილი კალათბურთელი და მწვრთნელი ლევან მოსეშვილი გარდაიცვალა
loader

Breaking news

ცნობილი კალათბურთელი და მწვრთნელი ლევან მოსეშვილი გარდაიცვალა

  • ცნობილი კალათბურთელი და მწვრთნელი ლევან მოსეშვილი გარდაიცვალა

თბილისი: 80 წლის ასაკაში ლეგენდარული მწვრთნელი და "დინამო თბილისის“ ყოფილი მოთამაშე ლევან მოსეშვილი გარდაიცვალა.

კალათბურთის ფედერაცია გარდაცვლილის ოჯახს და სრულიად ქართულ სპორტულ საზოგადოებას სამძიმარს უცხადებს.

"გარდაიცვალა ქართული კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და სპორტის რაინდი, “დინამო თბილისის” უბადლო მოთამაშე და შემდგომში ლეგენდარული მწვრთნელი – ლევან მოსეშვილი.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია დიდ გულისტკივილს გამოხატავს ბატონი ლევანის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს მის ოჯახს და სრულიად ქართულ სპორტულ საზოგადოებას", - აღნიშნულია კალათბურთის ფედერაციის განცხადებაში.

ლევან მოსაშვილს 8 მარტს, 14:00 საათზე თბილისის ოლიმპიური სასახლიდან გამოასვენებენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე