"პუტინს ომის დასასრულებლად ერთი წელი აქვს"
loader

Breaking news

"პუტინს ომის დასასრულებლად ერთი წელი აქვს"

  • პუტინს ომის დასასრულებლად ერთი წელი აქვს

კიევი: რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ერთი წელი აქვს იმისთვის, რომ დონბასში ომი დაასრულოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლებელია პუტინთან მოლაპარაკება ომის დასასრულებლად.

ამასთან, ზელენსკის თქმით, თუ ერთ წელიწადში არანაირი პროგრესი არ იქნება, უკრაინა მოლაპარაკებებს დატოვებს.

"დრო მიდის... მთავრობას კიდევ ერთი წელი შეუძლია დახარჯოს დრო მოლაპარაკებებისთვის, მერე უკვე აღარ შეიძლება", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, გასული წლის დეკემბერში პარიზში პუტინთან შეხვედრის დროს რამდენიმე ემოციური ასპექტი იყო.

"ვფიქრობ, რომ მან მომისმინა. ასეთი შეგრძნება მქონდა. იმედი მაქვს, ეს არ არის მცდარი გრძნობა", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის განცხადებით, ხუთ წელიწადს მინსკში შეხვედრებზე არ დახარჯავს.

"მე არ დავკარგავ უკრაინელების მიერ ჩემთვის მოცემულ 5 წელიწადს მინსკში მუშაობაზე, ამას არ გავაკეთებ", - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებიდან გასვლის შემდეგ სამომავლო ქმედებებისთვის 2-3 გეგმა არსებობს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე