ქაბულში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო
loader

Breaking news

ქაბულში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

  • ქაბულში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

კიევი: ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ერთ-ერთ მასშტაბურ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ტერაქტის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, 58 კი დაიჭრა. დაღუპულთა შორის 5 ქალია.

აშშ-სა და "თალიბანს" შორის 29 თებერვალს გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ ეს პირველი თავდასხმა იყო. რადიკალურმა მოძრაობამ თავდასხმასთან კავშირი უარყო.

ტერორისტები თავს დაესხნენ ადამიანებს, რომლებიც "ბოევიკების" მიერ მოკლული სახალხო ლიდერის მემორიალთან იყვნენ შეკრებული.

ცერემონიაზე ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი აბდულა აბდულა და  ყოფილი პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი, არცერთი მათგანი თავდასხმის შედეგად არ დაშავებულა.

ავღანეთის შსს-ს ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ პოლიციასა და ისლამისტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად სამი ტერორისტია მოკლული.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე