იტალიაში კორონავირუსთან დაკავშირებით საკარანტინო ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება
loader

Breaking news

იტალიაში კორონავირუსთან დაკავშირებით საკარანტინო ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება

  • იტალიაში კორონავირუსთან დაკავშირებით საკარანტინო ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება

კიევი: იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს განცხადებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საკარანტინო ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება.

მისივე თქმით, ადამიანებმა არ უნდა დატოვონ საცხოვრებელი სახლები სამსახურში წასვლის და გადაუდებელი საჭიროების შემთხვევების გარდა.

მგზავრებმა, გარდა დროებითი ვიზიტორებისა, უნდა დაამტკიცონ, რომ ამის საფუძველი აქვთ. იგივე ვრცელდება მოგზაურებზე.

კონტეს თქმით, ყველა სპორტული ღონისძიება, საფეხბურთო მატჩების ჩათვლით, დროებით შეჩერებულია. 

იქამდე ანალოგიური შეზღუდვები ამოქმდებული იყო ლომბარდიასა და 14 სხვა პროვინციაში.

9 მარტს იტალიაში ახალი კორონავირუსით 97 ადამიანი დაიღუპა და დაღუპულთა რაოდენობა 463-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია 9172, გამოჯანმრთელდა 724.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე