სალომე ზურაბიშვილი სენაკის სამხედრო ბაზაზე II ქვეითი ბრიგადის სწავლებას დაესწრო
loader

Breaking news

სალომე ზურაბიშვილი სენაკის სამხედრო ბაზაზე II ქვეითი ბრიგადის სწავლებას დაესწრო

  • სალომე ზურაბიშვილი სენაკის სამხედრო ბაზაზე II ქვეითი ბრიგადის სწავლებას დაესწრო

თბილისი: საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი სენაკის სამხედრო ბაზაზე II ქვეითი ბრიგადის სწავლებას დაესწრო, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის GDRP-ის ფარგლებში გაიმართა.

სალომე ზურაბიშვილმა ბაზაზე თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა მოინახულა, საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა მემორიალი გვირგვინით შეამკო და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს სიძლიერე ქართულ ჯარზე დგას. 

დასავლეთ სარდლობის სარდალმა პოლკოვნიკმა ჯონი ტატუნაშვილმა თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალს დასავლეთ სარდლობის შემადგენლობა წარუდგინა და საინფორმაციო ბრიფინგის სახით მიაწოდა ინფორმაცია სარდლობის ისტორიის, ამოცანის, სტრუქტურისა და ძალთა სისტემის შესახებ, ასევე დაგეგმილი და მიმდინარე სამშვიდობო მისიების, წვრთნებისა და სწავლებებისა შესახებ.

პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე