უკრაინაში სამ აპრილამდე კარანტინი გამოცხადდა
loader

Breaking news

უკრაინაში სამ აპრილამდე კარანტინი გამოცხადდა

  • უკრაინაში სამ აპრილამდე კარანტინი გამოცხადდა

კიევი: ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით უკრაინაში სამი კვირის განმავლობაში კარანტინი გამოცხადდა

რადას დეპუტატის ვიქტორია სიუმარის ინფორმაციით, 3 აპრილამდე უკრაინაში დაიხურება სასწავლო დაწესებულებები, იკრძალება მასობრივი შეკრებები და ზოგიერთ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა დაიკეტება.

გარდა ამისა, დაიხურება გამშვები პუნქტების დიდი ნაწილი, კერძოდ - 219-დან 49.

იქამდე კარანტინი მხოლოდ კიევში დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ზომების მიღება ვირუსის ფართოდ გავრცელების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

უკრაინაში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის მხოლოდ ერთი დადასტურებული შემთხვევაა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე