ჰარვი ვაინშტაინს თავისუფლების 23 წლით აღკვეთა მიუსაჯეს
loader

Breaking news

ჰარვი ვაინშტაინს თავისუფლების 23 წლით აღკვეთა მიუსაჯეს

  • ჰარვი ვაინშტაინს თავისუფლების 23 წლით აღკვეთა მიუსაჯეს

კიევი: სკანდალურ ჰოლივუდელ პროდიუსერს, 67 წლის ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური ძალადობისთვის თავისუფლების 23 წლით აღკვეთა მიუსაჯეს. 

უცხოური მედიის ცნობით, სასამართლო დარბაზში ექვსივე ქალი იმყოფებოდა, რომლებმაც ვაინშტაინის სექსუალური ძალადობის შესახებ ჩვენება მისცეს.

25 თებერვალს ჰარვი ვაინშტანი სექსუალური ძალადობის ორ ეპიზოდში ცნეს დამნაშავედ. კერძოდ, მესამე ხარისხის გაუპატიურებასა და პირველი ხარისხის დანაშაულებრივ სექსუალურ აქტში. 

ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2017 წლის ბოლო ის არაერთმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მის წინააღმდეგ ბრალდებები ათობით ქალმა გამოთქვა, მათ შორის ცნობილმა მსახიობებმა გვინეტ პელტროუმ, ანჯელინა ჯოლიმ, უმა თურმანმა და სალმა ჰაიეკმა.

ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ საჯაროდ გამოთქმულმა ბრალდებებმა საფუძველი დაუდო კამპანიას Me too.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე