უკრაინაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
loader

Breaking news

უკრაინაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

  • უკრაინაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

კიევი: უკრაინაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლის ოლგა გოლუბოვსკაიას ინფორმაციით, გარდაცვლილია 71 წლის ქალი.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჟიტომირის ოლქის მცხოვრები საავადმყოფოში 12 მარტს შეიყვანეს.

მისივე ცნობით, ქალი რისკჯგუფში იყო.

"მან ძალიან გვიან მიმართა ექიმს. საავადმყოფოში შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა უკვე ძალიან მძიმე იყო და დღეს გარდაიცვალა", - განაცხადეს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე