ანგელა მერკელი კარანტინში გადავიდა
loader

Breaking news

ანგელა მერკელი კარანტინში გადავიდა

  • ანგელა მერკელი კარანტინში გადავიდა

კიევი: გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საკუთარ სახლში, კარანტინში გადავიდა. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან ზაიბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ცნობილი გახდა, რომ ექიმს, რომელმა გერმანიის კანცლერს 20 მარტს ანალიზი გაუკეთა, კორონავირუსი დაუდასტურდა.

ანგელა მერკელი მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტს რეგულარულად გაიკეთებს. 

სამსახურებრივ მოვალეობას გერმანიის კანცლერი კარანტინის პერიოდში, სახლიდან განახორციელებს.

მერკელის წარმომადგენლის თქმით, ექიმის დადებითი ანალიზის შესახებ პასუხი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გერმანიის კანცლერმა ფედერალური მიწების შესახებ პრესკონფერენცია გამართა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე