უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა
loader

Breaking news

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა

  • უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა

კიევი: უკრაინაში  კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე მეტი - 29 შემთხვევა კიევშია დაფიქსირებული, მათგან 20 - ერთ დღეში გამოვლინდა, მეორე ადგილზეა ჩერნოვეცკის ოლქი - 25 შემთხვევით, (ერთი ლეტალური).

კიევის ოლქში - 5 შემთხვევა, მათგან ერთი - 24 საათის განმავლობაში, ივანო-ფრანსკოვსკის ოლქში 5 (ერთი ლეტალური), საიდანაც 3 ბოლო დღე-ღამეში დადასტურდა, ლვოვის ოლქი - 2 შემთხვევა, ერთი - 24 საათის განმავლობაში, დნეპროპეტროვსკის ოლქის - 1 შემთხვევა, ჟიტომირის ოლქი 2 შემთხვევა, (ერთი ლეტალური), ტერნოპოლის ოლქი - ერთი შემთხვევა, ჩერკასის ოლქი - ერთი შემთხვევა, რომელიც დღეს დადასტურდა.

უკრაინაში COVID-19-ით 3 ადამიანია გარდაცვლილი, ერთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე