"სიველურეა, რასაც ოპოზიცია აკეთებს ზუგდიდში და ხალხს კრებს საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ვითომ პირბადეების დასარიგებლად"
loader

Breaking news

"სიველურეა, რასაც ოპოზიცია აკეთებს ზუგდიდში და ხალხს კრებს საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ვითომ პირბადეების დასარიგებლად"

  • სიველურეა რასაც ოპოზიცია აკეთებს ზუგდიდში და ხალხს კრებს საგანგებო მდგომარეობის პირობებში ვითომ პირბადეების დასარიგებლად

თბილისი: ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელიც ზუგდიდშია გადაღებული.

ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სამედიცინო პირბადეები უფასოდ დაარიგეს და მოქალაქეები ამის გამო შეკრიბეს.

"სიველურეა, რასაც ოპოზიცია აკეთებს ეხლა ზუგდიდში და ხალხს კრებს ცენტრში საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ვითომ პირბადეების დასარიგებლად.

ეს არ არის პოლიტიკა, არც ნაძირლობა, უბრალოდ სიველურეა, არანაირი კავშირი ადამიანობასთან", - წერს მჭედლიშვილი.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე