"უნდა ვემზადოთ, რომ უახლოესი კვირები ქვეყანაში დაავადების შემთხვევების ზრდის, მატების პერიოდი იქნება"
loader

Breaking news

"უნდა ვემზადოთ, რომ უახლოესი კვირები ქვეყანაში დაავადების შემთხვევების ზრდის, მატების პერიოდი იქნება"

  • უნდა ვემზადოთ რომ უახლოესი კვირები ქვეყანაში დაავადების შემთხვევების ზრდის მატების პერიოდი იქნება

თბილისი: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში ეტაპობრივად ყველა საჭირო ღონისძიება რომ არ გატარებულიყო, ქვეყანაში დღეს კორონავირუსით ინფიცირების ოთხჯერ მეტი შემთხვევა იქნებოდა.

მისივე თქმით, უახლოესი კვირები ქვეყანაში დაავადების შემთხვევების ზრდის პერიოდი იქნება.

"დღეს არის ერთი თვე, რაც ქვეყანაში პირველი შემთხვევა დადასტურდა. თუ ავიღებთ ჩვენნაირი ქვეყნების გამოცდილებას დაახლოებით ჩვენნაირი მოსახლეობით, რომ არ გატარებულიყო ყველა ის ღონისძიება, რაც  თავის დროზე  ქვეყანაში ეტაპობრივად ჩატარდა, წესით და რიგით ახლა შეიძლება ოთხჯერ მეტი ყოფილიყო შემთხვევები ქვეყანაში.

ამიტომ, მესმის, რომ ყველას აინტერესებს, რა მოხდება, მაგრამ როდესაც დაიწყება ქვეყანაში ფართო შიდა გავრცელება, შემდეგ ვიტყვით, როდის გავალთ პიკზე, ზუსტად დავასახელებთ ამ დროს. მანამდე უნდა ვემზადოთ, რომ უახლოესი კვირები ქვეყანაში დაავადების შემთხვევების ზრდის, მატების პერიოდი იქნება“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე