"განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, პროაქტიური ძალისხმევისთვის"
loader

Breaking news

"განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, პროაქტიური ძალისხმევისთვის"

  • განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პროაქტიური ძალისხმევისთვის

თბილისი: საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ვიდეომიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მთავრობისა და ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს.

"დღეს მე სახლიდან ვმუშაობ, როგორც ჩემი კოლეგების უმეტესობა. ჩვენ ვითვალისწინებთ საქართველოს ხელისუფლებისა და დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის რჩევას, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, დავრჩეთ შინ, დავიცვათ სოციალური დისტანცია და მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს. რთული დროა და ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ ჩვენი და ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ამერიკის საელჩოში განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა, მათი პროაქტიური ძალისხმევისთვის. პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თითქმის ყველა სამინისტრო, პარლამენტი და მუნიციპალიტეტები ძალისხმევას არ იშურებს, რომ შეაკავოს COVID-19 ვირუსის გავრცელება და მინიმუმამდე დაიყვანოს მის მიერ გამოწვეული ზიანი.

მინდა, მადლობა გადავუხადო სამედიცინო სფეროს თანამშრომლებს, მესაზღვრეებს, პოლიციას და უამრავ სხვა საჯარო მოხელეს პანდემიასთან ბრძოლაში გაწეული შრომისა და გამოვლენილი პროფესიონალიზმისთვის“,  – აცხადებს ელჩი მიმართვაში.

მისივე თქმით, ამერიკის საელჩოს თანამშრომლები და მათ ოჯახის წევრები მაქსიმალურად ცდილობენ, დაიცვან საკუთარი თავი და გარშემომყოფები.

კელი დეგნანი მოუწოდებს საქართველოში მყოფ ამერიკის ყველა მოქალაქეს, დაემორჩილოს საქართველოს მთავრობისა და სამედიცინო ექსპერტების მითითებებს, ასევე შეინარჩუნონ საელჩოსთან კონტაქტი, რომელიც შესაძლებლობის ფარგლებში, მათ დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.

"მოვუწოდებ საქართველოში მყოფ ამერიკის ყველა მოქალაქეს, დაემორჩილოს საქართველოს მთავრობისა და სამედიცინო ექსპერტების მითითებებს. ვიცი, ზოგიერთი თქვენგანი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა გაუქმებული ფრენებისა და მგზავრობებზე შეზღუდვის გამო. მესმის, რომ თქვენ შეიძლება, ცდილობდეთ ამერიკაში, საკუთარ ოჯახებში დაბრუნებას. ჩვენი საელჩოს ზოგიერთი თანამშრომელიც მსგავს სიტუაციაშია. გარწმუნებთ, რომ ჩემი გუნდი და მე ყველაფერს ვაკეთებთ, ვაშინგტონთან კოორდინირებულად, რათა გამოვძებნოთ თქვენი დახმარების გზები. გთხოვთ, დარჩით ჩვენთან კონტაქტზე, გვაცნობეთ რა გჭირდებათ და შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაგეხმაროთ. მანამდე გახსოვდეთ, ჩვენ ყველანი ერთად აღმოვჩნდით ამ ვითარებაში და აუცილებლად გავუმკლავდებით მას, თუ ვიმოქმედებთ პასუხისმგებლობით და ვიზრუნებთ სხვებზე. მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ, საქართველოს მთავრობის რჩევები და მითითებები და გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას. დარჩი შინ“, – აცხადებს ელჩი.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე