"ჩვენს კლინიკაში მყოფი სამი ახალშობილის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მართვადი"
loader

Breaking news

"ჩვენს კლინიკაში მყოფი სამი ახალშობილის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მართვადი"

  • ჩვენს კლინიკაში მყოფი სამი ახალშობილის მდგომარეობა მძიმეა თუმცა მართვადი

თბილისი: ჩვენს კლინიკაში არის სამი ახალშობილი, მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მართვადი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა.

რატიანის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კლინიკაში შევიდა ერთი ინფიცირებული ქალი, რომელიც 22 კვირის ორსულია. მისი მდგომარეობა სტაბილურია. იმყოფება ინფექციონისტების და გინეკოლოგების დაკვირვების ქვეშ.

"კლინიკაში იმყოფება 13 ინფიცირებული. ორი არის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მათი მდგომარეობა დინამიკაში უცვლელია. რაც შეეხება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფ პაციენტებს, სამის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა“, - აღნიშნა რატიანმა.

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დმანისიდან და ბოლნისიდან ორი, ერთი დღის ჩვილები შეიყვანეს. ერთი მათგანი ორსულობის 33-ე კვირაზე დაიბადა, მეორე კი,  27-ზე. ჩვილებს კორონავირუსზე ტესტს აუღებენ.

საქართველოში კორონავირუსით ამ დროისთვის 81 ინფიცირებულია. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე