საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი პროფესიონალი გადამზადდა
loader

Breaking news

საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი პროფესიონალი გადამზადდა

  • საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი პროფესიონალი გადამზადდა

თბილისი: აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საქართველოში მათი კოლეგების მრავალწლიანი თანამშრომლობა ეხმარება საქართველოს COVID-19-ის საფრთხეებთან ბრძოლაში. უახლესი ტრენინგების ფარგლებში, COVID-19-ის სწორ იდენტიფიცირებასა და მეთვალყურეობაში, ასევე, ინფექციის პრევენციასა და კონტროლის პრაქტიკებზე, საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი პროფესიონალი გადამზადდა, - ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

"ჩვენ სიამაყით ვუჭერთ მხარს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს. მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას ქართველი ხალხის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე