უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა
loader

Breaking news

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა

  • უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა

კიევი: უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა, 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 5 გარდაიცვალა, - ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა.

მისივე თქმით, ინფიცირებულთა რიცხვი 62-ით ერთ დღე-ღამეში გაიზარდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ვინიცის ოლქში დაფიქსირებულია 5 შემთხვევა, ჩერნოვიცში - 47 (1 გარდაიცვალა), კიევში - 47, კიევის ოლქში - 32, ივანო ფრანკოვსკში - 24 (გარდაიცვალა 2), ტერნოპოლსკში - 25 (გარდაიცვალა 1), ზაპოროჟიეში 8, ზაკარპატიეში - 1, ოდესაში - 1, ვოლინის ოლქში - 4, დნეპროპეტროვსკის ოლქში - 3, ჟიტომირის ოლქში - 2 (გარდაიცვალა 1), ლვოვის ოლქში - 3, როვნოში - 9, ჩერკასში - 2, დონეცკი - 2, ლუგანსკი - 1 და ხერსონის ოლქი - 1.

ამასთან, საზღვარგარეთ უკრაინის 4 მოქალაქეა გარდაცვლილი.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე