"შავი ზღვა ევროკავშირისთვის პროგნოზირებად მომავალში მნიშვნელოვან რეგიონად რჩება"
loader

Breaking news

"შავი ზღვა ევროკავშირისთვის პროგნოზირებად მომავალში მნიშვნელოვან რეგიონად რჩება"

  • შავი ზღვა ევროკავშირისთვის პროგნოზირებად მომავალში მნიშვნელოვან რეგიონად რჩება

თბილისი: "შავი ზღვა ევროკავშირისთვის პროგნოზირებად მომავალში  მნიშვნელოვან რეგიონად რჩება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი უწყვეტი ევროპული გაერთიანება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების საკითხზე, რეგიონალური ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების თემატიკაზე და ისეთ მეგობრულ ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარებაზე, როგორიც საქართველო და უკრაინაა - წერს „ჰერითაჯის“ ფონდის მკვლევარი ლუკ კოფი გამოცემა mei.edu -ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

მისი თქმით, ევროკავშირს ენერგეტიკის, ვაჭრობისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის განსაზღვრის სფეროში გამოცდილება გააჩნია. სამხედრო სფეროში ასეთი კომპეტენცია მას არა აქვს,  ამიტომ, შავი ზღვის რეგიონში მყარი უსაფრთხოების  პოლიტიკის განსაზღვრისგან თავი ნამდვილად შორს უნდა დაიჭიროს.

"ამ რეგიონთან დაკავშირებული საზღვაო უსაფრთხოება და სამხედრო საკითხები საუკეთესო ვარიანტში NATO-ს ან ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს უნდა მივანდოთ. მადლიერების გრძნობით აღვნიშნავთ, რომ ევროკავშირს ეს შეზღუდვა კარგად ესმის. „შავი ზღვის სინერგიის ინიციატივის“ სტრატეგიის ოფიციალური დოკუმენტი უსაფრთხოების საკითხებს ეხება, თუმცა ამ საკითხს მხოლოდ ერთ აბზაცი უკავია და  ისიც ყირიმთან და ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მნიშვნელობასთან  დაკავშირებით. შავი ზღვა ევროკავშირისთვის პროგნოზირებად მომავალში რჩება მნიშვნელოვან რეგიონად. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი უწყვეტი ევროპული გაერთიანება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების საკითხზე, რეგიონალური ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების თემატიკაზე და ისეთ მეგობრულ ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარებაზე, როგორიც საქართველო და უკრაინაა. საბოლოო ჯამში, თუ შავი ზღვა უსაფრთხო, დაცული და აყვავებული იქნება, ევროპაც იგივეს იქონიებს” - ამბობს ლუკ კოფი.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე