ბორჯომის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტის გაცემა მიმდინარეობს
loader

Breaking news

ბორჯომის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტის გაცემა მიმდინარეობს

  • ბორჯომის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტის გაცემა მიმდინარეობს
  • ბორჯომის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტის გაცემა მიმდინარეობს
  • ბორჯომის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტის გაცემა მიმდინარეობს

თბილისი: ბორჯომის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტის გაცემა მიმდინარეობს.

აღნიშნულ პროცესს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი დაესწრო.

სასურსათო ნობათს საბავშვო ბაღის მოსწავლეების ოჯახები სახლში, ბაღების გაერთიანების თანამშრომლებისა და მერის წარმომადგენლების დახმარებით იღებენ.

პროცესი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

პირველ ეტაპზე, პროდუქტი სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე საბავშვო ბაღების 106 აღსაზრდელის ოჯახს გადაეცემა. მომდევნო ეტაპზე კი პაკეტს, ეტაპობრივად, ყველა მოსწავლის ოჯახი მიიღებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ამოქმედებულია ცხელი ხაზი (0367) 22-33-55; (0367) 22-44-99; მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე