"ყველა იმ ტესტის სანდოობაზე, რომელიც დღემდე არის ჩატარებული, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ არის 100% სიზუსტის"
loader

Breaking news

"ყველა იმ ტესტის სანდოობაზე, რომელიც დღემდე არის ჩატარებული, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ არის 100% სიზუსტის"

  • ყველა იმ ტესტის სანდოობაზე რომელიც დღემდე არის ჩატარებული ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ რომ არის 100 სიზუსტის

თბილისი: ყველა იმ ტესტის სანდოობა, რომელიც დღემდე არის ჩატარებული, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ამ საკითხზე, რომ არის 100% სიზუსტის,- ამის შესახებ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. 

მინისტრის თქმით,  მარნეულში გამოყენებული იყო სხვა ტესტები, რომლებიც ლუგარის ლაბორატორიას გერმანიის ხელისუფლებამ გადასცა, ასევე აშშ-ისგან, ჰონგ-კონგისა და ჩინეთისგან მიღებული ტესტები და  ყველა ამ ტესტის სანდოობა გადამოწმებულია ლუგარის ლაბორატორიაში, ეს ტესტები 100%-ით ზუსტია.

"ჩინურმა კომპანიამ, რომელთანაც ჩვენ ხელშეკრულება გვქონდა დადებული, თვითონ გაიწვია ტესტები მსოფლიოს იმ ქვეყნებიდან, სადაც უკვე შეძენილი ჰქონდათ მისი ტესტები. საქართველოს ხელისუფლებას გაფორმებული ჰქონდა მასთან ხელშეკრულება, მაგრამ თანხა ჯერ გადარიცხული არ გვქონია. შესაბამისად, ამ კომპანიის ტესტები საქართველოში ჯერ არ ჩამოსულა. მარნეულში გამოყენებული იყო სხვა ტესტები, რომლებიც ლუგარის ლაბორატორიას გერმანიის ხელისუფლებამ გადასცა. ჩვენ ასევე გვქონდა აშშ-ისგან, ჰონგ-კონგისა და ჩინეთისგან მიღებული ტესტები. ყველა ამ ტესტის სანდოობა გადამოწმებულია ლუგარის ლაბორატორიაში და ეს ტესტები 100%-ით ზუსტია. ლუგარის ლაბორატორიას აქვს საკმარისი კომპეტენცია, რათა მიიღოს გადაწყვეტილება და აძლევს ჯანდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურს რეკომენდაციას, თუ რომელი ტესტი შეიძლება იყოს გამოყენებული ქვეყანაში. თავის მხრივ, ლუგარის ლაბორატორია ხელძღვანელობს აშშ-ის CDC-ის, ჯანმოს და „შარიტეს უნივერსიტეტის“ პროტოკოლით“, - განაცხადა ტიკარაძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე