"უთხარით, რომ ქვეყნის სახელითა და განსაცდელში მყოფი მისი მოქალაქეებით ვაჭრობა ჩადენილ გამოუსწორებელ დანაშაულებებზე გამოუსწორებელი დანაშაულია"
loader

Breaking news

"უთხარით, რომ ქვეყნის სახელითა და განსაცდელში მყოფი მისი მოქალაქეებით ვაჭრობა ჩადენილ გამოუსწორებელ დანაშაულებებზე გამოუსწორებელი დანაშაულია"

  • უთხარით რომ ქვეყნის სახელითა და განსაცდელში მყოფი მისი მოქალაქეებით ვაჭრობა ჩადენილ გამოუსწორებელ დანაშაულებებზე გამოუსწორებელი დანაშაულია

თბილისი: ფაქტია სახელმწიფო მაქსიმალურად ეფექტურად მართავს პანდემიით გამოწვეულ პროცესებს და სულ მცირე არასერიოზულია სახელმწიფოს მიერ უკვე ეფექტურად მართული პროცესის მართვისა და მოქალაქეების დაბრუნების დაორგანიზების ინიციატივა სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად ვინმემ საკუთარ თავზე აიღოს, - ასე ეხმაურება იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ მზადაა, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება უზრუნველყოს.

"სახელმწიფოში აუცილებლობით ნაკარნახევი ზომების პარალელურად სხვა სახელმწიფოს ტერიტორიებიდან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სპეც.რეისით ქვეყანაში დაბრუნება და სპეციალურ საკარანტინე ზონებში მოთავსება ხდება.

შესაძლოა, ვიღაცეებს ეს არ მოსწონთ, მაგრამ ფაქტია სახელმწიფო მაქსიმალურად ეფექტურად მართავს პანდემიით გამოწვეულ პროცესებს და სულ მცირე არასერიოზულია სახელმწიფოს მიერ უკვე ეფექტურად მართული პროცესის მართვისა და მოქალაქეების დაბრუნების დაორგანიზების ინიციატივა სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად ვინმემ საკუთარ თავზე აიღოს. მით უფრო იმ ადამიანმა, რომელსაც, მართალია, თავდაპირველად, ჩემი ქვეყნისთვის ძლიერ რეფორმატორად ვთვლიდი, მაგრამ ძალაუფლებამა და გარემოცვამ, გამოუსწორებელ შედეგებამდე მიიყვანა.

ალბათ, შეცდომით "დაორგანიზდა" 2006 წელი როცა ჩვენი მოქალაქეები სატვირთო თვითმფრინავებით რუსეთის ტერიტორიიდან გამოყარეს;

რუსეთთან ომიც, რომელიც ასეთი "ორგანიზებით"გამარჯვებად ცხადდებოდა ამ დროს კი ქვეყანა ბრძოლის ველიდან ჯარისკაცების ცხედრების გამოტანას ვერ ახერხებდა...

არ მგონია ეს ადამინი ინფორმაციულ ვაკუუმში იყოს და გამოდის, კიდევ ვერ იჯერებს, რომ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის მისეული "დაორგანიზება" ქვეყანას მწარე გამოცდილებად დარჩა.

უთხარით, რომ ქვეყნის სახელითა და განსაცდელში მყოფი მისი მოქალაქეებით ვაჭრობა ჩადენილ გამოუსწორებელ დანაშაულებებზე გამოუსწორებელი დანაშაულია", - წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე