ჰაკერებმა თითქმის 5 მილიონი ქართველის პირადი მონაცემები გამოაქვეყნეს
loader

Breaking news

ჰაკერებმა თითქმის 5 მილიონი ქართველის პირადი მონაცემები გამოაქვეყნეს

  • ჰაკერებმა თითქმის 5 მილიონი ქართველის პირადი მონაცემები გამოაქვეყნეს

თბილისი: ჰაკერების ერთ-ერთ ფორუმზე 4,9 მილიონი ქართველის პირადი მონაცემები გამოქვეყნეს. ZDNet-ის ინფორმაციით, მონაცემების გაჟონვის შესახებ მონიტორინგისა და მონაცემთა გაჟონვის პრევენციის სამსახურმა აღმოაჩინა.

სამსახურის ინფორმაციით, გამოქვეყნებულ მონაცემებში იყო საქართველოს მცხოვრებთა სახელები, მათი მისამართები, დაბადების თარიღები, საიდენტიფიკაციო ნომრები და მობილური ტელეფონის ნომრები.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბაზა 4 934 863 ჩანაწერს მოიცავს, თუმცა არ არის განახლებული, რადგან მასში ძალიან ბევრი გარდაცვლილი ქართველის მონაცემებიც არის შესული.

მსოფლიოში, ბოლო დროს, პერსონალური მონაცემების გაჟონვის შემთხვევები ხშირია. რამდენიმე ხნის წინ Facebook-ზე 267 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია გამოქვეყნდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე