კიევი: გასული 24 საათის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსით 2 228 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსს სულ 26 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ინფიცირებულია 608 ათასი ადამიანი.
ნიუ-იორკში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა.
მსოფლიოში ამ დროისთვის კორონავირუსის 2 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.