კიევი: ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, აშშ-ში ბოლო 24 საათში 2 139 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 46 611-ს შეადგენს.
ინფიცირებულია 840 476 ადამიანი, მათგან 27 639-ს ვირუსი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაუდასტურდა.
ამ დროის მონაცემებით, აშშ კორონავირუსით მსხვერპლთა და ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.