კიევი: აშშ-ში, ქალაქ პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ბინგ ლუ, რომელიც კორონავირუსის კვლევაში იყო ჩართული, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს.
CNN-ის ინფორმაციით, ლუს სახლთან, მანქანაში პროფესორის ნაცნობის ცხედარი აღმოაჩინეს. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მან ლუს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები თავისა და კისრის არეში მიაყენა, შემდეგ კი ბინიდან გავიდა, მანქანაში ჩაჯდა და თავი მოიკლა.
პიტსბურგის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დაზუსტებულია, რომ ლუ COVID 19-ის უჯრედულ მექანიზმს სწავლობდა და მნიშვნელოვანი აღმოჩენის ზღვარზე იყო.