ხორვატიაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
loader

Breaking news

ხორვატიაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

  • ხორვატიაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

თბილისი: ხორვატიაში სამხედრო-საჰაერო ძალების სასწავლო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატსტროფის შედეგად ორივე პილოტი - ინსტრუქტური და სტაჟიორი დაიღუპა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ხორვატიის თავდაცვის მინისტრმა დამირ კრიტეჩევიჩმა თანამდებობა დატოვა.

"მძიმეა თავდაცვის მინისტრისთვის სამხედროების დაკარგვა, მნიშვნელოვანია, მომხდარის გამოძიება ჩატარდეს. მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის მოადგილის და თავდაცვის მინისტრის თანამდებობას", - აღნიშნა მან.

კრიტეჩევიჩმა დაღუპულთა ოჯახებს, სამხედრო-საჰაერო ძალებს და ხორვატიის არმიას მომხდარის გამო მიუსამძიმრა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ შექმნა კომისია, რომელიც ავიაკატასტროფის მიზეზებს გამოიძიებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე