"ვფიქრობ, ეს საქართველოს ხელისუფლების შეცდომაა, სახელმწიფოს საკადრო პოლიტიკა ეხება მხოლოდ მას და მის მოქალაქეებს"
loader

Breaking news

"ვფიქრობ, ეს საქართველოს ხელისუფლების შეცდომაა, სახელმწიფოს საკადრო პოლიტიკა ეხება მხოლოდ მას და მის მოქალაქეებს"

  • ვფიქრობ ეს საქართველოს ხელისუფლების შეცდომაა სახელმწიფოს საკადრო პოლიტიკა ეხება მხოლოდ მას და მის მოქალაქეებს

კიევი: უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი შეცდომად მიიჩნევს გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის საპასუხოდ მიიღო.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, საქართველოს ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის კონსულტაციებისთვის გაწვევა ნათელს გახდის, რომ ნებისმიერი საკადრო პოლიტიკა თითოეულ სახელმწიფოში ეხება მხოლოდ ამ სახელმწიფოს და მის მოქალაქეებს. 

"ჩვენ არ გამოვიწვევდით ჩვენს ელჩს უკრაინაში, რადგან ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები გრძელდება ნებისმიერი ხელისუფლების დროს... მე ვფიქრობ, ეს არის საქართველოს ხელისუფლების შეცდომა. კონსულტაციების შემდეგ ყველა მხარე მიხვდება, რომ თითოეული სახელმწიფოს საკადრო პოლიტიკა ეხება მხოლოდ ამ სახელმწიფოს და მის მოქალაქეებს. იმისათვის, რომ არავინ შევურაცხყოთ, ვფიქრობ, ეს არის ჩვენი პოლიტიკა. ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა... და მე ვარ უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც ის დანიშნა", - განაცხადა ზელენსკიმ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე