მაიკ პენსის პრესმდივანს კორონავირუსი დაუდასტურდა
loader

Breaking news

მაიკ პენსის პრესმდივანს კორონავირუსი დაუდასტურდა

  • მაიკ პენსის პრესმდივანს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისი: აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის პრესმდივანს ქეით მილერს კორონავირუსი დაუდასტურდა.

"ის შესანიშნავი ახალგაზრდა ქალია, რამდენჯერმე ჩაიტარა ტექსტი და პასუხი ყოველთვის უარყოფითი იყო, დღეს კი მოულოდნელად დადებითი შედეგი აჩვენა. მას ჩემთან კონტაქტი არ ჰქონია, ვიცე-პრეზიდენტთან რაღაც პერიოდი იყო", - აღნიშნა ტრამპმა.

მაიკ პენსის პრესმდივნის მეუღლე სტივენ მილერია, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველია.

დღესვე კორონავირუსი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის აპარატის კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე