კიევი: ნიუ-იორკის შტატში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 207 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა.
ამ დროისთვის გარდაცვლილთა რაოდენობა 21 271-ს შეადგენს.
"მსხვერპლის ისევ საშინლად მაღალი რიცხვი - 207. მაგრამ ეს უკეთესია, ვიდრე იყო", - აღნიშნა კუომომ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, 8 მაისს გარდაიცვალა 226 ადამიანი, 7 მაისს - 216, 6 მაისს - 231.