მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა პოლიტიკოსის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
loader

Breaking news

მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა პოლიტიკოსის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

  • მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა პოლიტიკოსის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

კიევი: უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატი სერგეი ლეშენკო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა.

ამის შესახებ ლეშენკო საკუთარ ტელეგრამ-არხზე, წყაროზე დაყრდნობით წერს.

"ანონიმმა ტელეგრამ-არხმა გაავრცელა ფეიკი იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. ჩვენი წყარო პოლიტიკოსის გარემოცვიდან ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს", - წერს ლეშენკო. 

ტელეგრამ-არხმა "Темный рыцарь", რომელსაც მედიასაშუალებები "ხალხის მსახურის" დეპუტატს ალექსანდ დუბინსკის უკავშირებენ, გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

"მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა"