ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს
loader

Breaking news

ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს

  • ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს

თბილისი: შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული რ.დ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ბათუმში, მეუღლეს - 1971 წელს დაბადებულ ე.კ.-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

პოლიციამ რ.დ. მომხდარიდან მალევე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე