ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს
loader

Breaking news

ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს

  • ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს

თბილისი: შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1997 წელს დაბადებული, ამჟამად ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ტ.გ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარში, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, „ARAL“-ის მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და მჭიდი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე