სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა
loader

Breaking news

სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა

  • სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა

თბილისი: თბილისის საქალაქო სასამართლოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი რურუას საქმის განხილვა მიმდინარეობს.

სხდომაზე დაცვის მხარემ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. 

მოსამართლემ გიორგი რურუას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

საქმის პროკურორი ვასილ სამხარაძე აცხადებს, რომ რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

"მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე