ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება- გამოყენების ფაქტზე ორი პირი ამხილეს, მათგან ერთი დააკავეს
loader

Breaking news

ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება- გამოყენების ფაქტზე ორი პირი ამხილეს, მათგან ერთი დააკავეს

  • ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება- გამოყენების ფაქტზე ორი პირი ამხილეს მათგან ერთი დააკავეს

თბილისი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ფაქტზე, ორი პირი ამხილეს, რომელთაგანაც ერთი დაკავეს. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა დაარეგისტრირეს ორი კომპანია, რის შემდეგაც სასაქონლო ზედნადებებში და დღგ-ს ანგარიშფაქტურებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, ურთიერთშორის განახორციელეს დაახლოებით 900 000 ლარის ღირებულების ხის მასალის რეალიზაციის ფიქტიური ოპერაციები,  რითაც  ერთ-ერთ კომპანიას ხელოვნურად შეექმნა  სასაქონლო ნაშთი და  ყალბი აქტივი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 210-ე მუხლების მეორე ნაწილებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 6-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე