"სოფლის მეურნეობის განვითარებაში, დიდი როლი აქვს მცირე მეწარმეობის განვითარებას, რაშიც ჩვენს ფერმერებს სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში დაუდგება"
loader

Breaking news

"სოფლის მეურნეობის განვითარებაში, დიდი როლი აქვს მცირე მეწარმეობის განვითარებას, რაშიც ჩვენს ფერმერებს სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში დაუდგება"

  • სოფლის მეურნეობის განვითარებაში დიდი როლი აქვს მცირე მეწარმეობის განვითარებას რაშიც ჩვენს ფერმერებს სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში დაუდგება

თბილისი: ამ მარწყვის პლანტაციის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მცირე ინვესტიციითაც კი შესაძლებელია, ძალიან მომგებიანი აგროწარმოების წამოწყება და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გურჯაანში განაცხადა, სადაც მარწყვის მცირე პლანტაცია დაათვალიერა.

ნახევარ ჰექტარზე გაშენებული პლანტაცია, რომელიც 5 ათასი ლარის ინვესტიციით შეიქმნა, 1 800 კგ-მდე მოსავალს იძლევა, რომლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მსგავსი წამოწყებებით შესაძლებელია ხარისხიანი ადგილობრივი წარმოების სურსათით ბაზრის მომარაგება და ამისთვის საჭიროა, მაქსიმალურად ბევრი ადამიანი დაინტერესდეს და ჩაერთოს სოფლის მეურნეობაში.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყნის სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში, ძალიან დიდი როლი აქვს მცირე მეწარმეობის განვითარებასაც, რაშიც ფერმერებსა და გლეხებს სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში დაუდგება.

გიორგი გახარია გურჯაანში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ, ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფებოდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე