ახალდაბაში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური სამუშაოები დაიწყო
loader

Breaking news

ახალდაბაში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური სამუშაოები დაიწყო

  • ახალდაბაში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური სამუშაოები დაიწყო

თბილისი: დაბა ახალდაბაში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური სამუშაოები დაიწყო.

ასფალტის საფარი ჭავჭავაძის, აღმაშენებლისა და ნიკოლაძის ქუჩებზე დაიგება, ჯამში გზა 2კმ მეტ სიგრძის მონაკვეთზე მოეწყობა.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოებით, ახალდაბაში დასრულდება ქუჩების რეაბილიტაცია, ჩიხების კეთილმოწყობა კი შემდეგი წლიდან დაიწყება.

"ამ ეტაპზე ადგილზე გრუნტის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის შედეგად, საკურორტო ზონაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა. გადაადგილება გახდება უფრო კომფორტული და უსაფრთხო", - აღნიშნავენ მუნიციპალიტეტის მერიაში.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე