წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება
loader

Breaking news

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება

  • წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება

თბილისი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის ინიციატივით, წყალტუბოს ცენტრალურ პარკში კლასიკოსი მწერლის ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება.

ბიუსტის ესკიზებიდან ერთის შერჩევა შესაბამისი კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილებით შემდეგ გახდა შესაძლებელი. 

"კომისიის წევრები მოადგილეების გარდა კულტურის წარმომადგენლები, მხატვარები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები არიან. ჩვენ ერთობლივად შევარჩიეთ ესკიზი. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს მოხდება ჩვენი თანამემაულის, დიდი ქართველი მწერლის - ოტია იოსელიანის ბიუსტის დადგმა წყალყუბოში. წელს, 16 ივნისს ოტია იოსელიანის დაბადებიდან 90 წელი სრულდება. მწერლის ბიუსტი ამ თარიღისთვის აუცილებალად დაამშვენებს წყალტუბოს ცენტრალურ პარკს", - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე