"ზესტაფონში კორონავირუსით ინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაში იმყოფება"
loader

Breaking news

"ზესტაფონში კორონავირუსით ინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაში იმყოფება"

  • ზესტაფონში კორონავირუსით ინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაში იმყოფება

თბილისი: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ზესტაფონში კორონავირუსი სატვირთო ავტომობილის მძღოლს დაუდასტურდა, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

როგორც ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მასთან კონტაქტი მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებულია და უკვე თვითიზოლაციაში არიან.

"ზესტაფონში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა უკვაშირდება სატვირთო ავტომანქანის მძღოლს. მონიტორინგი ხორციელდება ყველა მძღოლზე, რომელიც შემოდის ქვეყნის ტერიტორიაზე და ტოვებს და ყველა გვყავს აღრიცხვაზე ყოველდღიურად, შესაბამისად, ვაკონტროლებთ მათ თვითიზოლაციის პირობებს, ეს პიროვნებაც იყო თვითიზოლაციაში, გახდა შეუძლოდ, რის შემდეგაც მიმართა სამედიცინო ცენტრს, სადაც დაუდასტურდა "კოვიდ 19". ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია, რამდენი ადამიანთან იყო კონტაქტი  გადაადგილების დროს, როდესაც ჩამოვიდა ზესტაფონში, ყველა ადამიანი იდინტიფიცირებულია და იმყოფებიან თვითიზოლაციაში. ასე რომ, კონტაქტების დიდი რაოდენობა არ არის და არ არსებობს საშიშროება, რომ გავრცელება მოხდეს", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა. 

29 წლის მამაკაცი  ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში დადასტურებული კოვიდ 19-ით ზესტაფონის საავადმყოფოდან გვიან ღამით გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მამაკაცი, რომელიც სატვირთო ავტომობილის მძღოლია, სომხეთიდან შემოვიდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე