მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების დინამიკა არ მცირდება - ინფიცირებულია 5 102 424 ადამიანი
loader

Breaking news

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების დინამიკა არ მცირდება - ინფიცირებულია 5 102 424 ადამიანი

  • მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების დინამიკა არ მცირდება - ინფიცირებულია 5 102 424 ადამიანი

თბილისი: 22 მაისის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 332 924 ადამიანია გარდაცვლილი, 1 948 739 კი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა რაოდენობა 5 102 424-მდე გაიზარდა. 

გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება, სადაც კორონავირუსმა 94 702 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დიდ ბრიტანეთში - 36 124, იტალიაში - 32 486, საფრანგეთში - 28 218, ესპანეთში - 27 940 და ბრაზილიაში - 20 047. რაც შეეხება ჩინეთს, გარდაცვლილი 4638, ბოლო ერთ თვეში კი მხოლოდ ერთი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.

რაც შეეხება კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევებს, აქაც პირველი აშშ-ია - 1 577 147, რუსეთი - 317 554, ბრაზილია - 310 087, დიდი ბრიტანეთი - 252 246, ესპანეთი - 233 037, იტალია - 228 006, საფრანგეთი - 181 951, გერმანია - 179 021 და თურქეთი - 153 548. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე