"ბოლნისის ორ სოფელში თუ გადავიანგარიშებთ მოსახლეობაზე, პრაქტიკულად იქ იტალია ხდება"
loader

Breaking news

"ბოლნისის ორ სოფელში თუ გადავიანგარიშებთ მოსახლეობაზე, პრაქტიკულად იქ იტალია ხდება"

  • ბოლნისის ორ სოფელში თუ გადავიანგარიშებთ მოსახლეობაზე პრაქტიკულად იქ იტალია ხდება

თბილისი: ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ვითარება ძალიან რთულია, ვიტყოდი, რომ თუ გადავიანგარიშებთ მოსახლეობაზე, პრაქტიკულად იქ იტალია ხდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ სოფლებში – მუშევანსა და გეტაში არსებულ რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"სამუშაო შეხვედრა ეძღვნებოდა ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და თეთრიწყაროს რაიონში არსებულ სიტუაციას. მოგეხსენებათ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ვითარება ძალიან რთულია. ვიტყოდი, რომ თუ გადავიანგარიშებთ მოსახლეობაზე, პრაქტიკულად იქ იტალია ხდება, ტესტირების მაჩვენებლებიც ამ რეგიონში არ ჩამოუვარდება გერმანიის მაჩვენებლებს.

მსჯელობა იყო იმაზე, როგორ, რა გზებით, რა საშუალებებით მოხერხდეს მოხერხდეს სიტუაციის კონტროლი, მით უმეტეს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, ამ ორ სოფელში, სადაც პრინციპში ყველაზე დიდი პრობლემაა“, – განაცხადა იმნაძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე