"ასე ვიტყოდი, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება ერთის მხრივ, არის უსამართლო"
loader

Breaking news

"ასე ვიტყოდი, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება ერთის მხრივ, არის უსამართლო"

  • ასე ვიტყოდი რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება ერთის მხრივ არის უსამართლო

თბილისი: იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ორივე მათგანის ადგილი პენიტენციურ დაწესებულებაში იყო. 

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

"მე არ მაქვს პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკური რანგი და სტატუსი. არც პრემიერი არ გახლავართ. მე გავიგე შეწყალების დღეს, დაახლოებით 16:00 საათზე, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციასთან დამყარდა კონტაქტი დოკუმენტებთან დაკავშირებულ ფორმალობებთან  მიმართებაში. შესაბამისად, ვინაიდან ეს ორი ადამიანი, რომლებსაც სხვათა შორის, ალბათ ნახეთ გარეთ რომ გამოვიდნენ კარგად ვუვლიდით, დადგა მათი გამოსვლის, პოლიტიკურად ჩემდა სამწუხაროდ, გარეთ გამოსვლის მომენტი, რა თქმა უნდა, ფორმალობები იყო განსახორციელებელი, რადგან პრეზიდენტი საკნის კარს თავად ვერ აღებს. ამ კონტექსტში გახდა ჩემთვის ცნობილი ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს.

"როდესაც ორი დამნაშავეა, როდესაც საზოგადოებას აქვს უფლება მათ მოსთხოვოს პასუხი, მე ვფიქრობ, რომ მათი ადგილი იყო იქ, სადაც იმყოფებოდნენ. ასე ვიტყოდი, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება ერთის მხრივ, არის უსამართლო, ვინაიდან ჩვენ  სისტემაში გვყავს 40-50 ა.შ. პატიმარი, რომლის შეწყალება დღესვე შეიძლება და თუ იწყალებ ამ ორ, როგორც თავად თქვა, ოდიოზურ ფიგურას, შეიძლება ალბათ, სხვების შეწყალებაზეც ფიქრი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე