თბილისი: 23 მაისის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 5 213 483-მდე გაიზარდა.
ყველაზე მეტი ინფიცრებულია აშშ-ში - 1 601 434, შემდეგ ბრაზილია - 330 890 და რუსეთი - 326 448.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე COVID-19-ს 338 225 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსისგან 2 058 124 ადამიანია გამოჯანმრთელებული.