პაკისტანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 97-მდე გაიზარდა
loader

Breaking news

პაკისტანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 97-მდე გაიზარდა

  • პაკისტანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 97-მდე გაიზარდა

თბილისი: პაკისტანში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 97-მდე გაიზარდა.

აქამდე 76 გარდაცვლილის შესახებ იყო ცნობილი. 

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, 66 დაღუპული სახელმწიფო საავადმყოფოში გადაასვენეს, 31 კი ჰოსპიტალში. ამოცნობილია 19 ცხედარი.

საავადმყოფოში არიან გადაყვანილი მოქალაქეები, რომლებიც თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს დაშავდნენ.

პაკისტანში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა გუშინ განიცადა. ბორტზე ასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ლაინერი, რომელის შიდა რეისს ასრულებდა, დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა. მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე