უკრაინის პროკურატურა დეპუტატ ვალერი დავიდენკოს გარდაცვლილების საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს
loader

Breaking news

უკრაინის პროკურატურა დეპუტატ ვალერი დავიდენკოს გარდაცვლილების საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს

  • უკრაინის პროკურატურა დეპუტატ ვალერი დავიდენკოს გარდაცვლილების საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს

კიევი: უკრაინის პროკურატურა უმაღლესი რადას დეპუტატის ვალერი დავიდენკოს გარდაცვალების საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.

ამის შესახებ გენერალური პროკურორის ოფისის პრესსამსახურში განაცხადეს.

მისივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, 47 წლის ვალერი დავიდენკო საკუთარ ოფისში გარდაცვლილი რამდენიმე საათის წინ იპოვეს.

მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

უკრაინის შს მინისტრის მოადგილის ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღი ცხედართან ახლოს აღმოაჩინეს.

მისივე თქმით, განიხილება ყველა ვერსია, მკვლელობაც, თვითმკვლელობაც, თვითმკვლელობის ინსცენირებაც.

დეპუტატის კოლეგებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ. 

სადეპუტატო ჯგუფ "ნდობის" წევრი სერგეი შახოვი მიიჩნევს, რომ დავიდენკო მოკლეს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ის თავს არ მოიკლავდა, მივიჩნევ, რომ მოკლეს და საჭიროა გამოძიება ამ მიმართულებით ჩატარდეს", - აცხადებს შახოვი.

ვალერი დავიდენკო იყო მერვე და მეცხრე მოწვევის უმაღლესი რადას დეპუტატი, 2019 წლის 6 დეკემბრიდან ასევე იყო სადეპუტატო ჯგუფ "ნდობის“ წევრი.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე