უამინდობა საქართველოში 26 მაისამდე შენარჩუნდება
loader

Breaking news

უამინდობა საქართველოში 26 მაისამდე შენარჩუნდება

  • უამინდობა საქართველოში 26 მაისამდე შენარჩუნდება

თბილისი: გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება აღინიშნოს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე