"დადასტურებული 72% გამოჯანმრთელდა, ამ ეტაპზე 193 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში"
loader

Breaking news

"დადასტურებული 72% გამოჯანმრთელდა, ამ ეტაპზე 193 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში"

  • დადასტურებული 72 გამოჯანმრთელდა ამ ეტაპზე 193 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში

თბილისი: საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან 72 პროცენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება იმ პაციენტების რაოდენობას, რომელიც „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით სტაციონარში იმყოფებიან.

"კოვიდ-19“-ის მხოლოდ ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა და გახდა 731. გამოჯანმრთელებულიც დაგვემატა ოთხი და არის 526. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე პროცენტულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის 72 პროცენტი. დადასტურებული 72 პროცენტი გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე 193 პაციენტი მკურნალობს „კოვიდცენტრებში“. ეს დაახლოებით 26 პროცენტია. გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც საკმაოდ სოლიდურია და თითქმის ორჯერ მეტია სტაციონარში მკურნალობაზე მყოფ პაციენტებზე“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე