"ხალხი არ ცდება, ხალხი უშეცდომოდ წონის ავსა და კარგს"
loader

Breaking news

"ხალხი არ ცდება, ხალხი უშეცდომოდ წონის ავსა და კარგს"

  • ხალხი არ ცდება ხალხი უშეცდომოდ წონის ავსა და კარგს

თბილისი: ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე Gorbi-ს კვლევას ეხმაურება.

"თითქმის უკვე გასულმა რვა წელმა ნათლად დაანახა მთელ მსოფლიოს, რომ საქართველომ შეძლო და ჩამოაყალიბა საკმაოდ მყარი და დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლთაც სხვა რომ არაფერი ვთქვათ ბოლო ერთი წლის მანძილზე სხვადასხვა უძნელეს გამოცდებს გაუძლეს. ეს იყო დაწყებული ბათუმის პროცესებიდან, გაგრძელებული ბასიანით, პანკისით, უვერაგესი „გავრილოვის ღამით“, ე.წ. „პოლიტპატიმრებით“ და ჯერჯერობით დამთავრებული ოპოზიციის კორონაჩასაფრებებით.

ამ რვა წელიწადში ხელისუფლების სხვადასხვა შტოებმა იმოქმედეს შინა თუ გარე პროვოკაციების წინააღმდე მიზანმიმართულად, გონიერად, სახელმწიფოებრივი აზროვნებიდან გამომდინარე. რაც მთავარია ქვეყანა ხშირად გადიოდა ამ წლების განმავლობაში ბეწვის ხიდეზე მაგრამ უდანაკარგოდ.

წყალში ოპოზიციის გარდა არავინ არ გადავარდნილა, ისინიც საკუთარი ინიციატივით.

საიდან ასეთი დასკვნები, იკითხავს მავანი?

იქიდან პატივცემულებო, რომ ნახეთ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს: მოსახლეობის 55% "ქართულ ოცნებას" დაუჭერდა მხარს. ხოლო ხელისუფლების არსებულ კურსს იწონებს 61%-ი.

ხალხი არ ცდება, ხალხი უშეცდომოდ წონის ავსა და კარგს.

მე აქ იმის თქმა არ მინდა, რომ ყველაფერი იდეალურადაა. არა ბატონებო იმ საქართველოსაგან, რომელზედაც თითოეული ჩვენთაგანი ვოცნებობდით და ვოცნებობთ ძალიან შორს ვართ, მაგრამ რაც მთავარია სახელმწიფო მოხელეთა გარკვეულმა ნაწილმა და მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ გააცნობიერა ის რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო მეწველი ძროხაა არაა, რომელიც შიძლება ყოველ მოსახერხებელ წუთსა და წამს მოწველო და რძე სახლში მიიტანო.

რა მაძლევს ამის თქმის უფლებას?

უკანასკნელ თვეებში განვითარებული მოვლენები, რომელიც ქართული სახელმწიფოს სათავეში მდგომმა პიროვნებებმა, პროფესიონალ ადამიანებთან და მოსახლეობასთან ერთად ღირსეულად, მინიმალური დანაკარგებით გაიარა(თუმცა ყოველი ლეტალური ფაქტიც უდიდესი დანაკარგია ქვეყნისათვის).

აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ახლო მომავალში ჩასატარებელ არჩევნებამდე მივალთ მშვიდად, ღირსეულად და მიუხედავად საქმის კეთების დროს დაშვებული არაერთი დაშვებული შეცდომისა(და არა კატასტროფულის და მიზანმიმართულის) მესამე ვადით ახალი სახეებით სისხლგადასხმულ ახლანდელ მმართველ პარტიას ისევ ვიხილავთ ხელისუფლებაში.

რაც მომავალში გახდება იმის საფუძველი, რომ „ეღირსება ლუხუმსა, ლაშარის გორზე შადგომა“, - წერს გვენეტაძე სოციალურ ქსელში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე